პოეზია · ლირიკა
დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს
ჩვენს შორის იყო ყველაფერიდა არაფერი,და ამ უსასრულობითგაჯერებულ ვეება სამყაროშიდასეირნობდაპატარა და დამფრთხალი ფიქრი.ჩვენს შორის იყო დრო,დრო,რომელიც დიდ დუმილს იტევდადა ამ დუმილში იყოის არაფერი,რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ერქვა.დროსა და სივრცეში აცდენილინაფეხურები კიჯიუტად ეძებდნენ ერთმანეთსდა ფიქრად ქცეულები,ჩვენი მოგონებების სამყაროშიდასეირნობდნენ.ზღვის მლაშე გემომთრთოლავ ტუჩებზეტოვებდა სათქმელს.და მთვარის ბილიკითგანათებული ზღვაზაფხულის ლამაზ დასიყვარულით სავსე ზღაპარსუყვებოდა ვარსკვლავებს.ჰო!ჩვენს შორის იყო ყველაფერიდა არაფერი,და ამ უსასრულობითგაჯერებულ ვეება სამყაროშიდასეირნობდანატვრად ქცეულიპატარა და დამფრთხალი ფიქრი.