პოეზია · ლირიკა
თამაში
ჩვენ ყველა დილა სარკის წინ ვირგებთ როლსდა თამაშს ვიწყებთ,ვთამაშობთ და ვცდილობთ სარკეს არ ჩავხედოთთვალებში.მთელი ცხოვრება ნიღაბმორგებულებივთამაშობთ შვილსდა არ გვინდა უძღები გვიწოდონ,მეგობარსდა ხშირად თვალს ვარიდებთ -არც ისე ადვილია,დასდა ვცდილობთ სიყალბის გარეშემისი თვალებით ვუყუროთ სამყაროს,ვთამაშობთცოლსდა ვგრძნობთ, რომდადგენილი თამაშის წესებს ვარღვევთ,ხშირად არც ვნანობთ -და ესარც ისე ძნელია.ვთამაშობთდედასდა გვინდა თბილ უბეში გამოვაზამთროთ შვილი,ვთამაშობთსაყვარელს,რომელიც არასოდეს გვყოლია,შეყვარებულსრომელიც წარსულს დავუტოვეთ,მორიგეობით ვირგებთ ერთგულების და ღალატისნიღაბსდა ხშირად გვეშინია მისი ჩამოხსნის -არ გაგვაშიშვლონრადგან საკუთარი თავის თამაშიძალიან ძნელია.ხშირად ვმათხოვრობთდა ამ ცხოვრებას სიყვარულს ვემათხოვრებითსიძულვილით შეპყრობილები.ჰო!ცხოვრებამ ბევრი როლი გვარგუნადა ქუჩის ლაბირინთებში მიმავლები ვცდილობთარ ჩავიხედოთ ქვაფენილის დიდ თვალებადქცეულ წვიმის გუბეებში,გვეშინია საკუთარი თავის დანახვის,რომელსაც ხშირად ფეხს ვაბიჯებთ.ცხოვრება - ჩემი რეჟისორიადა არ ვიცირომელი როლისათვის დამადგამს გვირგვინს.