↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვფიქრობ ხმამაღლა

გოგუაძე ნელიკო

2005-06-121 წთ საკითხავი7032 ნახვა

—
ვფიქრობ ხმამაღლაზღვაზე, რომელიც მზეს ისრუტავდა.მთვარეზე, რომელიც ბილიკს კვალავდა ზღვაში.ვარსკვლავებზე, რომლებიც შენი თვალებიდან წამოსულ შუქს ირეკლავდა.ღიმილზე, რომელიც უხმოდ ასდევდა სიტყვებს,ჩურჩულზე, რომელიც ჩუმი პოეზიით იყო სავსე,ფიქრზე, რომელიც ლექსებად იწერებოდა და ზღვის ნაპირას იღვრებოდა,მეგობრობაზე, რომელიც სალი კლდესავით იყო შეუვალი.სიყვარულზე რომელიც ათბობდა და ახალისებდა გულებს....ვფიქრობ.....ულამაზესი პოეზიის საღამოებზე მთვარის ბილიკით განათებულ ზღვასთანხმა ტალღას ერწყმოდა,ტალღა დაღლილი კაცივით ეხეთქებოდა ნაპირს.ეს იყო ყველაფრის ნაპირიდა დასაწყისიმზერა მოწყვეტილ ვარსკვლავს მიჰყვებოდა და ოცნებად იკვრებოდა....ძველი იკითხებოდა,ახალი იბადებოდა უმანკო ბავშვის ღიმილით.მე მთვარის ბილიკს მივყვებოდი ზღვაშივარსკვლავების ქვეყნისაკენ.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი