↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქეთინო

ნოდარ დუმბაძე 1928–1984

2026-07-181 წთ საკითხავი10841 ნახვა

—
დედიკომ და მამიკომდამიტოვეს ქეთინო,ასე მითხრეს:- მიხედე,არაფერი ეტკინოს;არაფერი გატეხოს,არ დაკუწოს კაბები,არ მოხატოს კედლები,არ აბურდოს ძაფები;დაუმალე ნემსები,დაუმალე ღილები,მაკრატელიც დამალე,არ დაიჭრას ფრჩხილები;არ გააღოს კარადა,არ დახიოს წიგნები,ფანჯარა თუ გატეხა,დამნაშავე იქნები;არ მიუშვა ღუმელთან,არ დაგვღუპო, მანანა!არ დახაზოს პარკეტი,დაუმალე მანქანა;არ ჩაუშვა ეზოში,სურდო არვინ დამართოს,დაუმალე ფანქრები,ხელში დანა არ ანდო;როცა გავალთ, კარებიგადაკეტე რაზებით,განჯინაში ჩაკეტეჭიქები და ვაზები.მეტი რა დაგიბაროთ,თვით მიხვდები დანარჩენს...ჰო,ასანთი არ ანდო,თორემ ხანძარს გააჩენს.ჰოდა, ასე თუ გინდათ,დედიკო და მამიკო:არაფერი შეემთხვესჩემს პატარა დაიკოს;თუ გინდათ,რომ ქეთინოსარაფერი ეტკინოს,მე გამიშვით კინოში,თქვენ მიხედეთ ქეთინოს.
ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი