პოეზია · ლირიკა
ქურდის ქურდი
ნოდარ დუმბაძე 1928–1984
ხათუნამ გულის კანკალითბებოს მოპარა კაკალი.და როცა კაკალს პარავდა,როცა ხურავდა კარადას,ქილა გაუტყდა მურაბის,და სწორედ ამ დროს ხათუნასთავზე წაადგა ზურაბი.ხათუნამ უთხრა: - ძამიკო,მოდი, კაკალი გავიყოთ! -ზურიკომ უთხრა: - დაიკო,ეს რომ ბებიამ გაიგოს,ეს რომ დედიკომ გაიგოს,ეს რომ მამიკომ გაიგოს?..ამიტომ მთელი კაკალიმე უნდა მომცე, დაიკო! -ხათუნამ ხელის კანკალითსულ ჩაუთვალა კაკალი.მერე არ იცით, რა იყო?ბებიამ მაინც გაიგო.როცა ბებიამ გაიგო,მერე მამამაც გაიგო,მერე დედამაც გაიგო.ჭორმა იარა, იარა,სოფელი შემოიარა,მაგრამ ხათუნა კი არა,ქურდი კაკლის და მურაბის -მაგრად მიტყეპეს ზურაბი.