↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარტოხე

ქოქოსაძე ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი2884 ნახვა

—
ხევ მრუდე და ხევ მართალო,ხეო, ერთი ციდა...გოგლა
რა ვიცი,იქნება ასე სჯობს, მარტოხე,იდგე და გრიგალებს ელოდო, ჩემფერო!იქნება შენს მკლავზე გამოყრილ ბოლო კვირტსაღარც კი ეფერო...იქნება სიმშვიდე სჯობია ყველაფერს,რომ ქარში მორჩილად ტოტები დახარო,ოდესმე გაახმობს ყველა ხეს –ასეა შექმნილი სამყარო.დრო იყო – ფოთლებზე გიბნევდნენ ალმასებს,გითქვამდნენ სურვილებს ნაფლეთით მანდილის,დაფიქრდი, დაფიქრდი, მატოხე, ამაზე –შენი სილამაზე არ იყო ადვილი...და როცა ოქტომბრის ქარებმა დაგფანტეს,ვინც ადრე – სათუთად გფურცლავდა,რატომ გეშინია, რომ უნდა დაღამდეს,არ იცი?ხანდახან ხმებიან ფუჭადაც...შენ კი, ღირსეულად დაისხი ნაყოფიდა უნდა წახვიდე ახლა ამ ბაღიდან,შენი ყვავილები ფერგადასულიადა ალბათ,თავიდან გადაშლად არც ღირდა.რა ვიცი, იქნება ასე სჯობს, მარტოხე,მარადი ყოფისგან პირჯვარი გეწეროს,შენ თითქოს ბებერო,და მაინც ლამაზო,მარტოხე!მარტოხე!შე მართლა ჩემფერო!

ქოქოსაძე ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი