↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გენაცვალე

ხალვაში ფრიდონ

2026-07-181 წთ საკითხავი52775 ნახვა

—
სნეული ხარ? _ გეწამლება,ჭაბუკი ხარ? _ შეგაყვარებს,მოხუცი ხარ? _ მოგაშორებსშუბლზე წელთა ჩანაღარებს.გაწყენინეს? _დაგავიწყებს ყველა ფლიდს და ენამწარეს,ღარიბი ხარ? _ გაგამდიდრებს,ასეთია "გენაცვალე".რა სინათლეც გაუმქრალი,გენაცვალე~, სულში გიდევს,ბულბულებმა მარცვალ-მარცვალვარსკვლავიდან ჩამოზიდეს.ჩვენს თვალებში გააჩაღესდა თქვეს _ ნუღარ ჩაქრებიან,"გენაცვალე" თან მოგვყვებასაქართველოს აკვნებიდან.ის მიწაში ჩაითესა და ამ მიწას გლეხი უვლის,და სიკეთით ნაკეთები სახლი უდგას მასპინძლური,გამოაღებს ქალი კარებს:_ გენაცვალე, შემობრძანდი.გაფიცხდება ღველფზე მჭადი,ნაკვერჩხალზე წვეთავს მწვადი.გაიხსენებ ქვეყნის ავ-კარგს,წუთისოფელს ადღეგრძელებ,ამ ოჯახის შვილს დალოცავდა მადლობას ეტყვი ძველებს.გათენდება დილა სავსე,წამოდგება მთის მზე ზეზე,მერე ღამე გაშავდება,ვით ადესა თხმელის ხეზე.საქართველოს დღევ და ღამევ,შენს ფერადებს რაღა დალევს,შენი წყალი და ჰაერი ტკბილია, ვით "გენაცვალე".ცოტა იცის დედამიწის, ვისაც ჯერ არ უგემნიაშენი პური, შენი ღვინო,შენი სიტყვა თუ გენია."გენაცვალეს" მღერის ქარი, ემატება ხილს შაქარი,სიტყვა ძველი, თან ახალი, რბილი არის, თან მაგარი.გენაცვალე, მეგობარო,სიყვარულო დაუმჭკნარო,მუდამ ვინმეს მოლოდინით გაღებულო ოდის კარო.ყველას მოძმედ წამომდგარო,გენაცვალე, საქართველოვ,შენმა სიტყვამ, პირნალესმაგამამაგროს, გამამრთელოს.გენაცვალე, სიცოცხლეო,მიტომ მატკბობ, თან მაწვალებ,რომ შენ უფრო შემიყვარდე _გენაცვალე!
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი