პოეზია · ლირიკა
გენდობი
ყველაზე მეტად დედას ვენდობი,ასე გენდობი შენც, პოეზიავ.ყველაზე მეტად მიწას ვენდობი,ასე გენდობი შენც, პოეზიავ.ნამდვილ სიყვარულს ვინ არ ენდობა,ასე გენდობი შენც, პოეზიავ.სამშობლოს ბედით თუ უბედობითკალამი ხანჯლად მომილესია.გული იძახის: მინდა, გავბედო,ვუწოდო თვითონ სისხლს პოეზია.ყველა შერისხვის, ყველა შენდობისფერფლი მხურვალე შუბლზე სთესია.როგორც სიცოცხლის ღელვას ვენდობი,ასე გენდობი შენც, პოეზიავ!