↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩუქურთმის მჭრელები

ხალვაში ფრიდონ

2026-07-181 წთ საკითხავი52770 ნახვა

—
დაქცეულ ეკლესიასთან,ყვირილით, კვნესით, ხველებით,მოყარეს ლაზეთ-აჭარისძველი ჩუქურთმის მჭრელები.უთხრეს აქ ჯამე იქნება,ალაჰი რასაც ელოდა,ამ წმიდა სამლოცველოსთვისგვჭირია თქვენი ხელობა.ერთურთს უსიტყვოდ გახედეს,მერე კი, შეუჩერებლივ,მეჩეთში საჭრეთელებითჩადგნენ ჩუქურთმის მჭრელები.ლურჯ გრეხილებში თბებოდაჭერის ცრეცილი ეთერი,ხაზი სიმივით მღეროდა,კედელში გამოკვეთილი.სული ჩაუდგეს მოხვეწილხეს ხელის ერთი შევლებით,სვეტებს მუხლებზე მოხვიესვაზი და მწიფე მტევნები.ნამაზი ცვლიდა ნამაზებს,მაგრამ მლოცველი ხედავდა _ჩუქურთმებიდან მიწაზემიწის სიმღერა წვეთავდა._ საქმენი ხელოვანისაცოცხლობს სამშობლოს მშვენებით, _თაღებში მღერად გაისმალოცვა ჩუქურთმის მჭრელების.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი