↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რაც ვარ

ხალვაში ფრიდონ

2026-07-181 წთ საკითხავი52769 ნახვა

—
არავის ვბაძავ, _ ესა ვარ, რაც ვარ,ვღელავ თუ ვჩივი, ვტირი თუ ვმღერი,ჩონგურს, რომელიც მოვტაცე ხანძარს,სიმად გავუბი ჩემივე ნერვი.
მკვლელი ჰყოლია ჩემს ისტორიას, _არ შემრგებია ენა და რჯული,თუ რამ მქონია, ან მინდომიაარის მშობელი სიტყვა ტანჯული.
დუმილით ვუცქერ ამღვრეულ ღელეს,სულ ვეფერები ახლებს თუ ძველებს,მქირდეს თუ მქურდეს, თუ მჭორეს უშნოდ,ლოყაზე მცემენ, მეორეს ვუშვერ.
ხან მტერიც მიყვარს, რამეთუ ვიხსნაენა წინაპრის, რომ ზიდა სისხლმა,და ვუთხრა, ქართულ მიწას და ცისკარს, _სიცოცხლევ, სადაც შენა ხარ, იქ ვარ.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი