პოეზია · ლირიკა
რაღაც ბევრი წერს ჩვენზე და ჩვენთვის
რაღაც ბევრი წერს ჩვენზე და ჩვენთვის,რაღაც ბევრი წუხს ჩვენი ამბავით,ცრუ მართალს ებრძვის, ბოროტი კეთილსდა ზოგჯერ ჯაბნის მაღალს დაბალი;
მაგრამ ვით ხმას ხმა, როგორც წვეთს წვეთი,როგორც დღევანდელ დღეს წინაპარი,აჭარისწყალი კვლავ ჭოროხს ერთვისდა აბუჯგვია ზღვასაც ფაფარი.
ჰო, რა თქმა უნდა, ვარ აჭარელი,ამით ქართველი უფრო ნაღდი ვარ,რადგან მე პირველს მითხრა ანდრიამ,ვინ იქნებოდა ჩემი მფარველი!
ვარ აჭარელი, განა მიტომ, რომსხვამ გზით იაროს, მე კი ბილიკით?ან ქართველობა ვინმემ მისწოროს?უფრო _ პირიქით.ღმერთმა მე და შენ მიტომ შეგვყარა,ვერ მოგვიზომონ კუთხე ქვეყანად,სამშობლო რატომ დავიცოტავო,ძმავ, თავი რატომ ვისაცოდავო?!
იგი ჩემია, ვიცი, ბოლომდე,მე მას ვეძახი იმედს, მოლოდინს,ჩემი პატრონი არის მხოლოდ ისდა მინდა, რომ მეც მას ვპატრონობდე.
ხშირად თუ სხვაზე მეტი მტკენია,ყოფნა ადვილი თუკი არ მელის,ვინ მომერევა, როცა ჩემიაენა მშობელი და საყვარელი.
1993