↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რატომ არ მოდიოდი

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52773 ნახვა

—
რატომ არ მოდიოდი,რატომ სხვასთან გაჩერდი?გული როგორ მტკიოდა,მარტო შენ მომარჩენდი.
ისევ ისე მომინდი,ვუსმენ მტირალ კლავიშებს,ერთხელ რომ გიპოვიდე,მერე აღარ გაგიშვებ.
ცის ატლასებს გაგიშლი,დაგსვამ ღრუბლის ბალიშზე,სულსაც აღარ დაგიშლი,სულაც არსად გაგიშვებ.
რატომ არ მოდიოდი,რატომ სხვასთან გაჩერდი?!გული როგორ მტკიოდა,მხოლოდ შენ მომარჩენდი.
1965
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი