პოეზია · ლირიკა
წერილი ჩემს მეგობრებს ანუ ერან!
იცით, რას ამბობს ერანა!_ მე შენი მეგობრები რად მინდაან იმათი პატივისცემა,მე შენ მინდიხარ,მე ბიჭი მარტო ღამე მინდადა ისინი, თუ ღამე იქნებიანჩემთან,მაშინ შენი მეგობრები ხომაღარ იქნებიან?!_ გიჟია! _ მეუბნება.გიჟი ვარ, მართლა~ ვფიქრობ მეც.იცით, ვინ არის ეს?!ეს ირენ კი არ არის,ბერძენთა ქალღმერთი,არამედ ერან,აღმოსავლელი წარმოშობით,უფრო მეტიც,სპარსელი იეზიდითბილისში გაზრდილი.დედა ატლასი,მამა არყუთა,ძმა თემურა.დროისა დაცივილიზაციის შეგრძნების გარეშე.ერან პატიოსანი არ არისდა არც ბოზია,არც გამოცანა,იმისი ახსნა არ შეიძლება.იმასთან მარტო უნდა იცხოვრო,რადგან მხოლოდ ამ დროს მიხვდებიმის სიყვარულს.ის ღამეა დაბადებულისიბნელის სამეფოშიდა ღამე ბატონობს,ღამე ტირის,ღამე მღერის,ღამე წევს უხმოდ,ღამე წივის,ღამე არ იძინებსდა გაუთავებლივ შეუძლია ალერსი.თუ ჩაგეძინა,გაიქცევა და აღარ მოვა აღარასოდესშენთან,ის დღის სინათლეს ვერ უძლებს,მხოლოდ ღამე ბრწყინავენ მისი თვალები.დღისით ის ქრება,დღისით იმალება,დღის ეშინიადა თუ ნახე, მზის სხივები როცა ანათებენ,არ დაიჯერებ, რომ ღამის ღმერთიმხოლოდ მონას ჰგავსდღის სინათლეზე.ერანა მღერის _ღამის ღმერთი _ვნებით გავსების და დაცლისუთვალავ საფეხურებს შუა:ო, შავო ღამევ,რატომ ხარ ჩემთვის ასეთი ნათელიდა რატომ ვერ გხედავენ შენ სხვები!ო, ყარაგიოზ,ო, შავთვალება ღამე,მე ყველაფერი მიყვარს შენი,შენ ჩემი მონა ხარ._ მე ვარ ქალბატონი,მე ვარ ღამის ღმერთი.
ო, ყარაგიოზ, ო, შავთვალებავ!