↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხოვრებაში. აბანოში

რჩეულიშვილი გურამ

2014-08-122 წთ საკითხავი26615 ნახვა

—
ქოშები ეყარა კუთხეში.ქოშები მიჰქონდათ კუთხიდან: ძირი ხისა ჰქონდა: ზედ ბრეზენტის ბრტყელი თასმა იყო გადასული.ქოშებში უყრიდნენ ფეხებს.ქოშებს იყრიდნენ ფეხებიდან.ხის ძირები ხვდებოდა ასფალტის იატაკს.ტკაპუნობდა.თასმა არ უშვებდა ფეხიდან:ფეხები იყო შავი უმაზოლოდ, თეთრი უმაზოლოდ და შავი და თეთრი მაზოლებით.მერე დასდიოდათ წყალი ქოშებს: ცივი, ცხელი და ცივი შეზავებული ცხელთან: გრილი.ხის ძირები ტკაპუნობდნენ ქვის იატაკზე ორთქლში.ქოშები იდგმებოდა ძირს პირდაპირ, განზე ცერად და შიგ ცერად.თასმა ეკიდა თავისუფლად, დაჭიმული და ისე: არც თავისუფლად, არც დაჭიმული. წყალი კი მოდიოდა: ერთ მილში ცხელი, მეორეში ცივი. მერე აზავებდნენ: ქოშებს უმეტესად ნელ-თბილი დასდიოდათ.მერე ისევ ძირს ეყარნენ ორი ერთად. მათთან შიშველი თხელი, ან შიშველი სქელი, ან შიშველი საშუალო ფეხები იდგა და ქვის ტახტზე გაშხლართულ ფეხებს ხეხდა.ფეხები იყო გრძელთითება, მოკლეთითება, ათ-ათი. იშვიათად: რვა ან ცხრა ან თერთმეტი. ხან იყო მარტო ხუთი თითი და ერთი ფეხი. მეორე ფეხი მუხლის ქვევით წყდებოდა: მაშინ მექისესთან იდო ერთი ქოში და ორი ყავარჯენი.ქოშები იყო ხისა.თასმა ბრეზენტის: ბრტყელი და გამძლე ან სუსტი.ისმოდა ტკაპუნი.მერე:ქოშები ეყარა კუთხეში ან სკამებთანიდო.მოდიოდა ახალი ფეხები:შავი უმაზოლოდ, თეთრი უმაზოლოდ და შავი და თეთრი მაზოლებით.მერე დასდიოდათ წყალი ქოშებს: ცივი, ცხელი და ცივი, შეზავებული ცხელთან: გრილი.
[1957 წლის მარტი]
შენიშვნები
არქივში ინახება ამ მოთხრობის თუ ჩანახატის როგორც შავი (1-3გვ.), ასევე თეთრი (1-4გვ) ავტოგრაფი, დასათაურებულია მხოლოდ შავი. დათარიღებისათვის მნიშვნელოვანია ასო “ტ”-ს თავისებური გაფორმებაც. ის ამ ნაწარმოების თეთრ ავტოგრაფში გვხვდება შემდეგ სიტყვებში “ასფალტის”, “ხის ძირები ტკაპუნობენ”, “ტახტზე” და სხვ. (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის. ტომი 1). თეთრ ავტოგრაფში თავისებურადაა გაფორმებული ასო “ქ”-ც. ის მსგავსია 1957 წლის 4 მარტით დათარიღებული მოთხრობის ერთ-ერთი სიტყვის ასო “ქ”-სი. თეთრში ყველგან შავი ავტოგრაფის “ტყაპუნობდნენ” შეცვლილია - “ტკაპუნობდნენ”-ით.მოთხრობის ბოლოს, ფრჩხილებში, მოთავსებულია მინაწერი ფანქრით, “(სერიისათვის)”. 1 სიაში: “ 23. ცხოვრებაში, აბანოში”.ქვეყნდება პირველად.
რჩეულიშვილი გურამ

რჩეულიშვილი გურამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი