↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დემონსტრაცია ომის წინააღმდეგ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ხმაურობს ქუჩა, გრიალებს ქუჩა,ხმაურობს, როგორც თვითონ ჟორესი,მზემ დაანათა, დასწვა, დარუჯაუახლოესი და უშორესი.
ავტომობილის, ეტლის, ტრამვაისაქ სვლა აღარ სცვლის ერთიმეორეს,მშვენიერ მაისს, მომავალ მაისსაწოდებს ხალხში მიმავალ ჟორესს.
ახალ სასახლის აღმავალ ხე-ტყესზეცის დაჰხარის ლურჯი კამარა,ვინემ თოთხმეტში - უფრო ძლიერ დღეს,რომ გაისმოდეს თამამი „არა“!
ხმაურობს ქუჩა, გრიალებს ქუჩადა მიდის, როგორც თვითონ ჟორესი,ყვავილებს ისვრის გზად მუჭა-მუჭა,დღეს უღრუბლოა ცა - უშორესი.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი