↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთი ლექსი

ფოცხიშვილი მორის

2016-06-121 წთ საკითხავი8531 ნახვა

—
ყველა ერთი ლექსით რჩება,ერთ ლოცვად და გალობად,რჩება, როცა ცა ეხსნებაცისფერ გარდუვალობას.ერთი ლექსით ვებრძვით სიზმარს,მხოლოდ ერთ ლექსს ვენდობით,ერთმა ლექსმა უნდა გვიხსნასთავის ერთადერთობით.ერთი ლექსით ვუმკლავდებით,მწუხრს, განგებად განფენილს,ერთი ლექსის უკვდავებით,ერთი ლექსის სათქმელით.ერთი ლექსის სუნთქვა გვესმის,ერთ ლექსამდე მივედით, _ერთი ლექსის, ერთი ლექსის,ერთი ლექსის იმედით!!!

ფოცხიშვილი მორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი