პოეზია · ლირიკა
ვინც ამ გოგოს გააცინებს
შტოზე ვაშლი გარჩენილა,ვინც მისწვდება _ მისია,ვინც ამ გოგოს გააცინებს,გოგოს გული მისია...ეს ცხოვრება ასე არის,ის ცხოვრება ისეა._ ეს მანდილი ვისი არი?_ ეს ჩანგური ვისია?_ ეს ხომ ჩემი დისი არი..._ ეს ხომ ჩემი ძმისია!ვკისკისებდით მალხაზები,დარდი გვქონდა რისია?!
თურმე დასასრული იყო,მე ვთქვი _ დასაწყისია.როგორ გაჰქრა სიყმაწვილე,ვეღარ ამომიხსნია.შტოზე ვაშლი გარჩენილა,ვინ გაიგოს, ვისია?ბაღში გოგო დაგოგმანებს,გოგოა თუ ნისლია?!ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს,ვინც აკოცებს _ მისია.ეს ცხოვრება ასე არი,ის ცხოვრება ისეა.