პოეზია · ლირიკა
თევზაობა
დრო თევზივით გამირბოდა,როგორც ბადეს მდინარე,ხან ძალიან მორჩილი დახან ძალიან მძვინვარე.
არ შეეძლო ჩემთვის მოცდა,ძუნწობდა და ფლიდობდა,ჯერ არ მომცა, როცა მომცა,უკვე აღარ მინდოდა...
ნამეტანი სიბრძნითა დანამეტანი ბავშვობით,მგონი ერთხელ თევზებივითდღეებს მზეზე ვაშრობდი.
ახლა როცა ნატვრის ბადითთევზაობას მოვეშვი,სინანულის ანკესს ვაგდებმოგონების მორევში.
სძინავთ თევზებს ტკბილი ძილით,სძინავთ ჩამქრალ იარებს...დრო თევზივით კვლავ გამირბის,როგორც ბადეს მდინარე.