↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თვითგვემა

ფოცხიშვილი მორის

2026-07-181 წთ საკითხავი8533 ნახვა

—
ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ,რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! -თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს,მკლავი ძირში რომ გახმება,ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
დავას როგორ დაგიწყებენ,მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, -დედაენის დამვიწყებელს,ხვალ-ზეგ დედა გეტირება,ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
ვიცი, კვლავაც გააჩუქებ -სავენახეს,სამზეოს დასართველოს...არის კიდევ სხვა საუნჯე,ვიდრე შენი საქართველო,ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
იქნებ გული აღარ გერჩის,ნაოხარო,ნატანჯო დანათმენო, -რატომ გიკვირს, ქართველებშიქართველი რომ ქართველობდეს,ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს,თქვი, უშენოდმწუხრი სად გავათენო, -ერთი დედის შვილები ვართ,ვაი, ხომ არ გავიწყდება,ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
არც რა ტყვიით,არც რა შხამით,დუმილითაც შეგიძლია გამთელო, -ისე მომკალ, რომ სხვამ მაინცარ გაიგოს,შენ რომ მომკალ,ქ ა რ თ ვ ე ლ ო!

ფოცხიშვილი მორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი