↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მწვერვალები ახალი მთების

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
კავკასიის მაღალ ქედზემიდიოდნენ სვანები,ეხვეოდნენ ბილიკებადგზები დანაქანები.
შუაღამე რომ გადვიდა,ერთი რაზმი, ვეება,დაეწია დაღლილ მგზავრებსდა სასტიკად შეება:
რა დრო იყო და რა მტრობა,დადგა სისხლის ფეშხუმი,გადიკიდნენ აქ სვანეთი,იქით - რაჭა-ლეჩხუმი.
წაიშალა მოგონებაძმობის სიამაგეთა,ისეც ვიწრო გზები მთისაძმათა მტრობამ ჩაჰკეტა.
შვიდ წელიწადს მთელი კუთხერატომ უნდა ჩაჰკირო,ვეღარ მიდის სამუშაოდ,ვეღარც საჯამაგიროდ.
შვიდ წელიწადს არ უნახავსსვანეთს გემო მარილის,მერე მთლად რომ გაუჭირდათ,მუდამ ასე არ ივლის...
ეს დიდი ხნის ამბავია...იგრძნეს რა ერთმანეთი,დამშვიდებულ შრომით მოდისიმ მთებიდან სვანეთი.
გზები გაჰყავთ. ჟრიამულიცეცხლად შემოსდებიაყველგან, სადაც მიუვალიდა უღრანი მთებია.
შეერთებულ შრომას მღერის,ნისლები რომ ეხურა,ხანისწყალი, გუბისწყალი,ცხენისწყალი, ტეხურა.
შეერთებულ ძალას, შრომასმღერის, ვით მაყრიონი -ლიახვი და ალაზანი,ჭოროხი და რიონი.
შეერთებულ შრომას მღერისჩანჩქერების მარაგი,ნატანები, იმერხევი,ენგური და არაგვი.
მაშავერი, მტკვარი, ქსანი,ალაზანი, ძირულა,აქ მრავალი ათასი ხმაერთად გადაკირულა.
მთებო! დასწვით ძველი შავიახალ დროის სიალეთ,თავისუფალ მწვერვალებისდროშა ააფრიალეთ!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი