პოეზია · ლირიკა
დონკიხოტები
სიზმარ-ცხადის თეთრი დროშით,თეთრი ნუშის ტოტებით,ჩვენც დავდივართ საწუთროში,როგორც დონკიხოტები.
წამით ნისლად ავიშლებით,გზა ქარივით იწივლებს...ჩვენც ვაწყდებით გაგიჟებითჩვენი ქარის წისქვილებს.
ჰეი, სად არ უცინიათჩემზე, შენზე, სხვისზედაც...სად ხარ, ჩემო დულცინეა,რომელ შარაგზაზედა?!
ვიარე და ვიოცნებეთეთრი ნუშის ტოტებით...ჩვენც მოვკვდებით, ჩვენც ვიცოცხლებთ,როგორც დონკიხოტები!