პოეზია · ლირიკა
მგელი და კრავი
აკაკი წერეთელი 1840–1915
(იგავი)
ერთხელ პატარა ბეკეკასდასცხა და წყალი მოსწყურდა,მდინარის პირას მიადგა,წყურვილის მოკვლა რომ სურდა.
თურმე იმავ დროს მახლობლად,საჭირბოროტოდ კრავისა,დაძუნძულებდა პირღიამგელი, მსურველი ავისა.
უეცრად სუნი რომ ეცა,რადგანც ჩიჩია უყვარდა,გამოიგონა შარებიდა საცოდავ კრავს მივარდა.
შემოუძახა: „შე, ბრიყვო!აქ როგორა სვამ წყალსაო,რომ აღარ დასდევ კანონებსდა აღარც სამართალსაო?
ჩაგიდგამს წინა ფეხები,შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო!წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ,აღარც კი იბერტყ ყურსაო!“
- „რა ბრძანებაა, ბატონო,რას მერჩით მე საწყალსაო?თქვენ ზევითა ხართ – მე ქვევით,როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“
- „მაშ, მე ვსტყუიო? გაჩუმდი!ნუ წაგიგდია ენაო!შარშანწინდელიც კი მახსოვსშენგან ბრიყვული წყენაო!“
- „ჯერ ერთი წლისაც არა ვარ,შარშანწინ როგორ მნახეო?“- „მაშ, ძმა ყოფილა ის შენი,მიტომ მიგიგავს სახეო!“
- „არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ,ტყვილა რადა მდებთ ბრალსაო?“- „შენი მოგვარე ხომ იყო?გადახდა უნდა ვალსაო!
მომწყინდა შენი ბღავილი,ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო!შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,მიზეზად ისიც კმარაო!“
უთხრა და ზურგზედ მოიდვა,ტყეში წაიღო საწყალი.დიდ კაცთან პატარა კაცსაროდის გასვლია მართალი?