↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თოვლი

ნაცვლიშვლი პაატა

2011-04-121 წთ საკითხავი619 ნახვა

—
მე მოვალ ღამით, საათის სამზედა ჩავსაფრდები სუყველა სახლთან.თოვლს მაშინ უფრო მეტი აქვს ფასი,თუ დილით უკვე მოსული დაგხვდა.ნელ-ნელა ავალ მაღლა და მაღლადა მე ვიქნები ზედმეტად ფრთხილი,რომ დედამიწამ არ იგრძნოს დაღლა,რომ არ დავუფრთხო შენს ქალაქს ძილი.რომ არ დავუფრთხო შენს ქალაქს ძილი,რომ დედამიწამ არ იგრძნოს დაღლა,ჩემი სისუსტით და არა ძალითმე ქალაქს ხელში ავიყვან ახლა.გეგეღვიძება ძალიან გვიანდა გამოაღებ ფანჯარას თრთოლითდა შენს ეზოში მოსული თოვლიშენ გეგონება უბრალო თოვლი.შენ გიყვარს თოვლის უმანკო ფერი,შენ თოვლში ბავშვურ ნახატებს ეძებ,მხედავ და შენი დაღლილი მზერანაფეხურებად მაჩნდება მკერდზე.არ შემეკითხო, რა ვარ და ვინ ვარ,მოვალ და მნახავ ქალაქში დილით,ირგვლივ იქნება სასტიკი ყინვა,მე კი ვიქნები საოცრად თბილი.

ნაცვლიშვლი პაატა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი