↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ის ყოველ ღამე დაეძებდა

სამადაშვილი ნიკო

2026-07-181 წთ საკითხავი11405 ნახვა

—
ის ყოველ ღამე დაეძებდა ტიალ სარდაფებს,თითქოს ცისმარე დღე შფოთავდა და ითვრებოდა.შთამომავლობა მის ცხოვრებას რას დაიჯერებს,კაცი, რომელიც სულ ღვინოში იფუფქებოდა.
რომ მას შეეძლო პოეტური უმანკოება,მიწას ურბენდა, დედამიწის უარმყოფელი,აა დაგიდევდა, თუ უკმეხად ედგა დროება,ან თუ სივრცეებს გაყმუოდა წუთისოფელი.
ვიღაც, ღიღინით ჩემს საფლავზე ბალახს გათიბავს,იტყვის: რა კრულვით დაიღუპნენ მამა შვილი!თან კლდის ნატეხზე მიაწერავს ოდნავ ირიბად:(აქ მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი).

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი