პოეზია · ლირიკა
იქით
დავიღუპები, ჩაყოლილ ხსოვნებსოდესმე სადმე გაეღვიძებათ.ჩვენ ვისაუბრებთ იმზე დიდხანს,რაც სიცოცხლეში არ შეიძლება.
ჩემი ლექსები შენს მწველ უბეშიბეღურებივით იფართხალებენ.და ერთხელ მაინც, ჩემო ნუგეშო,იქ სამარეში გამახარებენ.
დამედებიან მკერდზე ღუღუნით,ამოკენკავენ ჩემს გულს, შენს თვალებს,შეესევიან მერე უკუნეთსდა უკუნეთიც კი ივალალებს.