↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვარდები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-132 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
მე, ზამთრისაგან ჯაჭვაწყვეტილი,ნაცნობ ბაღისკენ მივემართები,სად ფერად უცხო, ყნოსვად კეთილი,ზამთარ და ზაფხულ ჰყვავის ვარდები.
დე, ჰომიროსის და ჰესიოდესფეთქდნენ ვარდები მაღლა ახრილი,მათ ვერ დამარხავს სასტიკი ლოდი,სამუდამოდ ვარ ბორკილაყრილი.
დაე, მაისის ხატავდეს ხელიფლორას, გრაციებს, მუზებს და ეროსს.რომელი იყო პოეტი წრფელი,რომ სიყვარულზე არ დაემღეროს?
ვარდები იგი ელადის გემმადაფანტა, როგორც ძვირფასი ჩრდილი,როგორც სახება და დიადემასილამაზისა და სინამდვილის.
რომელი ლხინი იყო უვარდო,და ან - რომელი დღე საცნაური,ან ანაკრეონს ვინ განუმარტოს,რაა უვარდოდ დღესასწაული?
სახეთა ფერი და ნეტარება,ბაგე, თითები თუ ყოფნა მზარდი,პოეტს ყოველთვის აქვს შედარება:მაისის ვარდი, სიცოცხლის ვარდი.
მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი,როგორც ოდესმე უთქვამს ოვიდის.დაე, მოვარდეს სეტყვათა ღვარი,და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს.
ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს,აივნიდან რომ მესვრიან ვარდებს,ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს...ოჰ, ამ დღეების სიმღერა მმართებს!
ო, სიწმინდეო და სიფაქიზე!შენ ვერ მოასწარ, ისე დაწყნარდი,როცა მზიანი იყავი ისე,როგორც უწვიმარ რიჟრაჟში ვარდი.
და ორნამენტით აკრთობდა დემონსიმ მშვენიერი წიგნების ძალა,წიგნთა ყოველთა მაშინდელთ ზემოვარდით მორთული ჩნდა თავის ქალა.
ბოტიჩელს ვარდთა სწვავდა დღე იგი,რაფაელს იგი ფარავდა ლხინში,სადაც ჯიოტო და ვან-დეიკიდა ლეონარდო იყო და-ვინჩი.
იხიბლებოდა სული დიადით,როს სიმაღლეებს სწვდებოდა არსი.რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი -ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი.
ვიგონებ თაღებს, ვიგონებ სვეტებსდა ყვავილებით მოქარგულ ფარდებს,მაისს, კოლხიდას, ძვირფას პოეტებსდა კათედრასთან მიმოყრილ ვარდებს.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი