პოეზია · ლირიკა
ჰაიკუები
ჰაიკუს მცდელობა
1. .
2.* * *დუმილის ლექსიკონსვფურცლავ და ვიზეპირებამ გაზაფხულზე.
3.* * *ცუდი ამინდისგამო რომ ვწრიალებდი,ახლა მრცხვენია.
4.* * *დიდ ქოთანშიჩარგული ლიმონის ხემზეზე გაიტანეს.
5.* * *ყვითელი ტიტაჩაქრა და მის მაგივრადმთვარე აინთო.
6.* * *პეპელაა დარომელ ყვავილზეც უნდა,იმაზე დაფრინდება.
7.* * *ხე ხევის პირას...სხვაგან სულ სხვანაირიგამოჩნდებოდა.
8.* * *რა ბუდე იტევსციდან შინ დაბრუნებულყარყატს და მის ფრთებს ?!..
9.* * *ხელისგულზე მზედა სამი ერთნაირიმონეტა ბზინავს.
10.* * *ქანაობს ტოტი...ის არავის დაუწვდიანაყოფისათვის.
11.* * *მოწყენილობა.ამ ჩალისფერ ოთახშიცფოთოლცვენაა.
12.* * *ქარით იწყებადა დასრულდება ღამეკართან - ფოთლებით.
13.* * *აცდენილებიამ დროსა და სივრცეშიაქ რატომ შევხვდით ?!..
14.* * *მიმოვიხედე.„ყველაფერი რიგზეა !“-ვთქვი და... ავტირდი.
15.* * *სული აიჭრადა დააჩნდა ლაქებიმომხდართა გამო.
16.* * *ყრუა ტკივილიდა ის დილა-საღამოსხვაგვარ ხმებს უსმენს.
17.* * *ფინჯანში ვხედავცას, ზღვებსა და კუნძულებსდა შენს ღიმილსაც.
18.* * *ჩრდილი... ნათელი...რა ხანია, ლაგდებაფანჯრის რაფაზე.
19.* * *მოიწმინდე, ცავ,ეს წვიმა თვალებიდანდა გაიღიმე.
20.* * *მოსწყდი ამ ორბიტას -ის ვარსკვლავი ხომ შენთვისაღარ ანათებს.