პოეზია · ლირიკა
ალავერდი
დღეს ალავერდი ისე ახლოა,რომ როგორც სითბო შემოდის ჩემში,აქ, ალბათ, თოვლის სამოსახლოა,მე ალავერდის სითეთრე შემშლის.ათასი წლის წინ მოსული თოვლიმე გამოვტაცე წარღვნას და ხანძარს,ათასი წლის წინ მოსული თოვლიალაზნის ველზე აღვმართე ტაძრად.მოდის გუმბათთა წყება და წყება,ებჯინებიან ჟამდაკრულ კედლებს,და ალავერდი წინ მიუძღვებაგუმბათებს _ მზისკენ გაფრენილ მტრედებს.მე ყველა ტაძარს შევფერავ თეთრადდა ავიტაცებ ბავშვივით ხელში,მერე ზურგს ვაქცევ სულყველას ერთადდა ალავერდის სითეთრე შემშლის!