პოეზია · ლირიკა
ციკლიდან: ”ჰ-არქივი”
შევეშვათ კამათს.უხდებათო ფანჯრებს სინათლე,რახან თქვეს ასე, ასეა ალბათ.გვაწვალებს ფიქრი ღამესა და ღია ფანჯრებზე,მთლად ღიაც არა... აი, ისეთზე,დამპალ ჩარჩოებს რომ უსხლტებათ ხელიდან მინა.ფაქტი ფაქტია. როგორც წესი, ცილს სწამებენბავშვებსა და სამხრეთულ ქარებს.ჩვენ კი ვუზივართ ამ ძველ კარს ზღურბლზეუთქმელი შიშით, ერთმანეთი არ მიგვეხუროს.თუმცა ვინ იცის?!იქნება სჯობდეს ავდგე, გაგასწრო,ორი ნაბიჯის ნაცვლად ერთხელ გადავალაჯო.კარგა ხანია შემოერღვათ ჩვენს ნაბიჯებსსიმწყობრე და ძველი სინქრონი:თითო მეტრი - ნაფეხურიდან ნაფეხურამდე.ეხლა რა რჩება?!ყრუ ბგერები: ”მე რომ...ან შენ რომ...” და ფრაზები,დღეიდან სრულად უაზროდ ჟღერენ ,რადგანაც ასე უპირობოდ რჩება წარსულსპირობითი წინადადება.