პოეზია · ლირიკა
* * * "ტროტუარებზე"
ტროტუარებზე ჩამომსხდარი წვიმის კაცებითითებით სიზმრებს იფერთხავენ.ქუჩის მტვერი სახლობანას ეთამაშებაღუმელიდან ხელცივი ქარის მონაპარ ფაქტებს:მუქი ლურჯით - ბაც ნაცრისფერზე.ცალფეხა ნავებს წელს უფრო მეტად უმძაფრდებათტყვიაგამტარ სიზმრების შიშიილ ნინოს დახეულ მარაოზე.უმწიფარ მძღოლებს , ისევ უსხლტებათ გაყვითლებულ,ბებერი ხელებიდან თეთრი ლენტი :ეს მაშინ, როცა ხედავენ ფერს წითლად(ისინ აღარ ამუხრუჭებენ) . ახლა კი,ძველებურად აწერიათ სახლებს და ტაქსებს სახურავზე:ავი ძაღლია; კმ 28 ვენსგაპი.
მოსაცდელში წითურთმიანი მამაკაცისაბეჭდ მანქანასთან იჯდა და მოსმენას ცდილობდა.ჩვენც ვთქვით და წავედით.
გითვალთვალებენ, დედასაგიჟეთია დედა-ზიხარ და როცა წყვეტ ქსოვას,წყვეტ ფიქრს.იწყებ ხელახალ ციკლს დანაკუწებულიფიქრებისაგან, შენს არარსებულ შვილზე,მაშინ როცა ის:უსახელურო, საღებავგაცლილ კარს უკან დგას დაშენს ფიქრებს უთვალთვალებს,რომ მერე თავის ლოთ მამას მოუყვეს,დალიონ შენივე მურაბის წვენით შეზავებული არაყიდა იცინონ ერთად.წყვეტ ქსოვას, ფიქრს;გამოდიხარ პარმაღზე და მუხლებიდან უშვებ ქარებს:ფერით- წითელს.მე არ მინახავს; ამბობენ, დედა.სახლის უკან იმ ვიწრო ხნულში,გეორგინას ბოლქვებს მალავ მიწაში.ივნისში ისინი იყვავილებენ.(მე მძულს თიბათვე დაუსუნო ყვავილები).
დილის ექვსია.ვზივარ და გელოდები,რომ განახო როგორ არ მძინავს.