პოეზია · ლირიკა
* * * "რას ელოდები აქ"
რას ელოდები აქ,დასიცხულ წვიმების ჩრდილში?!მუჭში თავმოყრილ სუნთქვებიდანშერჩები ვერც ერთს.ლანდივით დგახარ,ქუჩის ბოლო ლამპიონივით(როგორც შემომდგარს სანახევროდსიბნელის ველზე),ბარბაცით მიგაქვს ჭარბი წონასულის ნაპრალთან,ხელის გაშვება არგაშვებით ცდიდა აშინებ(მიყრუებული ნავსადგურის იახტებს გვანანჩვენი ხელები, შეჩვეული წყალმარჩხ ნაპირებს).