↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მზე თვალებს იფარავს"

ჩხეტიანი ნათია

2008-05-121 წთ საკითხავი3994 ნახვა

—
მზე თვალებს იფარავს ხელებით _შეხება მანძილთან იზრდება,ნელდება კადრივით.ხელებში ხელიდან...გადასკვნის წრეწირის შემჩნეულ ბოლოებს_აბრმავებს_მზე თვალებს იფარავს ხელებით.ნელ-ნელა ბნელდებალაქებსაყოლილი და მზერააყრილი.თავიდან ასწორებს:გადათვლილ, მომართულ სიჩქარეს,გაშლილი კუთხიდან სახსრებში დამტვრეულ,გადამწვარ შაბლონებს (სინათლის ფერიდანწელიდან წელში რომ გადასვლას ანდომებს).
დატოვე.დამტოვე წერტილებს შორის.გამოვთლი მონაკვეთს, გავდებ და ავითვლისადვაო საზღვრების სიმართლესაქედან იქამდე.მოცურდნენ ციცაბო ტალღების ფერდობზეველომრბოლელები ფსკერისკენ,გუნდ-გუნდად.ნაკვალევს,ანაბეჭდს წყლიდან გამოჭრილი მზეების წირებად ტოვებენ.მზე თავის თვალებს (ცხრავეს), მართობში ისწორებს.ზეგ ამოყვინთავს გადაკვეთილი ფინიშის ხაზით _გაწყვეტილ თალუსს ყელზე დაიხვევს ,მოაბამს მზეს ვარაუდად იღბლიანი,და ისევ გუნდებად ,ზანტი კადრივით აუყვება ჭორფლიან დისკოს.
ჩხეტიანი ნათია

ჩხეტიანი ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი