↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მაგრად დაუშვებს "

ჩხეტიანი ნათია

2008-05-121 წთ საკითხავი3997 ნახვა

—
მაგრად დაუშვებს ამაღამაც (ამ ბოლოს სულ წვიმს),სადინარ ღარებს, ტროტუარის გასწვრივ, დაფარავსდა გადაუვლის ყველა ჯებირს, შენს გულისწუხილს,მეორედ ზეცის დაქცევამდე ისევ ამგვარად.ასე ჩანს შიგნით ოთახია - ნატეხი სივრცე,მშრალი ჰავა და ზომიერი სხვამხრივ სარტყელი.ეკვატორს, გულთან ქამარივით მოჭიმულს, ვიბნევ(დედამიწა კი ვეღარ ირგებს კაბას გაწელილს).მოდი, ასე ვთქვათ, ჩემს ფეხებთან გდია ფერდობი.ზემოთ თუ ქვემოთ? ან შემდეგი მიმართულება:გავიშვიათდე, ჰაერივით სტრატოსფეროში,მერე დავეშვა უკან ძლიერ, თავსხმა წვიმებად.
ჩხეტიანი ნათია

ჩხეტიანი ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი