↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "კაცები და არაკაცები"

ჩხეტიანი ნათია

2008-05-121 წთ საკითხავი3992 ნახვა

—
კაცები და არაკაცებიგადახურებული სადენები გრილდებიან. ახალი წრედებისთვის ემზადებიან (იქნება მოკლე ჩართვისთვისაც).ყეფა. ყივილი.აქა-იქ.იქა-აქ.რიჟრაჟი.რაჟრიჟი.მზე მიაგავს მატარებელს. მოაყვირებს შორიდან. ამ ხმაზე ბაქანი იშმუშნება.ემზადებიან მამლები, ძაღლები, კატები, კაცები და არაკაცები.შეახტებიან არაკაცები მატარებელს.შეახტებიან კაცები(ც).ვაგონში წვანან არაკაცები.სხედან კაცები.ბაქანი ნომერი ჰაე.ჩამოვიდნენ არაკაცები.ჩამოვიდნენ კაცები(ც).პუნქტუალური არაკაცები.აგვიანებენ კაცები.
მოაყვირებს მალე მატარებელი.არაკაცების და კაცების მატარებელი მატარებელი.მალე.ჰა და ჰა.
ჩხეტიანი ნათია

ჩხეტიანი ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი