პოეზია · ლირიკა
ნატირალი
გოდერძი ჩოხელი 1954–2007
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,ბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.ჰოი, კუზიანო დედამიწავ,მე შენგან მოველი შველას.ჰოი, კუზიანო დედამიწავ,ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,არაგველების მოზარე ვარ,სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.ოღონდ ნუ იქნება:მთიულეთი _ ნამთიულარი,ხევსურეთი _ ნახევსურალი,ფხოვი _ ნაფხოვარი,ხევი _ ნახევარი...კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ დანუ გახდება საქართველონახევრის _ ნახევარი.და შენ, კუზიანო დედამიწავ,რამდენიც გენებოს, იტრიალე!