პოეზია · ლირიკა
ახსნა
გოდერძი ჩოხელი 1954–2007
ტოროლა მიდის წკრიალით,როგორ უხდება ზეცას,ველზე ქრის გრილი ნიავი,შროშანებს წელში კეცავს.ირგვლივ მზის სუნი ტრიალებს,ქვასაც უხარის, ხესაც,როგორც მიყვარდი აქამდის,ისე მიყვარხარ დღესაც!
სოფელი გადახიზნულა...მთელი თვე ისე გასულა,წყაროსთვის, წყაროსწყალისთვის,არც გამარჯვება უთქვამთ დაარც ვინმე მასთან მისულა _სოფელი სხვაგან წასულა,სოფელი გადახიზნულა...