↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღვთისმშობლისადმი

კოსტავა მერაბ

2026-07-181 წთ საკითხავი2319 ნახვა

—
ადამის მოდგმა დაობლდათუ გველი გაწვა ცაზედა,ედემში ალვა ჰყვაოდააქ ნაცარს ვიყრი თავზედა.სოფლისა წარმავალობამგამიასკეცა ჭრილობა,თუ მიხსნის, შენი წყალობადა შენი წილხვდომილობა.შენგან, შენგან განიდიდადა განახლდა მიწა ძველი.შენ დაჰბადე სიკვდილითასიკვდილისა დამთრგუნველი.ანგელოსთ დასმა გადიდაუკვდავი სიტყვის მშობელიმე ბაგით, მწიკვლევანითავით გკადრო საგალობელი.ვნებანი ვეღარ წარვხოცე,ავმან, საავდროდ ვიავე,ნიჭი, ზეგარდმო ნაბოძიგავფანტე, გავანიავე.სული მომმადლე თმენითა,გამოუთქმელო ენითა,ხრწნილებათაგან დამიხსენუხრწნელებითა შენითა.თუ რამ ვცოდე, მომიტევე,დამიშრე ცრემლთა ტბორები,ნუ სადა მე დამიტევებ,ნუ სადა განმეშორები.სინანული განმიახლესიწმინდეო შეუვალო,ტაძრად ღვთისად მიმაახლეღმრთისა სძალო დედუფალო.შენგან, შენგან განიდიდადა განახლდა ზეცა ძველიმკვდრეთით აღდგა სიკვდილითასიკვდილისა დამთრგუნველი.დაუსაბამო ნათლის ცისკარო,სწრაფშესმენითა მადლის მგებელო,შენდა გღაღადებ ყოველ ცისმარეუბიწოო, შეუგინებელო.შენგან დამესახოს მაღალი მიზანი,შენით დავუტევო გზანი ცოდვისანი.შენ თვალო სულიწმინდისა,ადამის მოდგმის გაისო,ცისკენ გამდებო ხიდისა,სერაბინთ უზესთაესო,წინაშე ძისა შენისა,მას დღესა განკითხვისასა,ნუგეშად გამოგვიჩნდი რომელიგვექმენი შუამდგომელი.
კოსტავა მერაბ

კოსტავა მერაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი