↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლოცვა

კოსტავა მერაბ

2026-07-181 წთ საკითხავი2324 ნახვა

—
შემაძლებინე, მაღალო ღმერთო,მოყვასთა ჩემთა მუხლი ვუყარო,მოძმე მკერდიდან არ მომივკვეთო,ტრფიალი მისი არ განმიქარვო.
გთხოვ, მარტვილობა მიქციო ბრძმედად,გარდასახდენი არ განმარიდო,ღირსად მყო ძისა შენისა ჭვრეტად,ჩემის ცხოვრების სამაგალოთოდ.
რამეთუ მწადის დიდო გამჩენო,მოსახდენს ზურგი არ შევაქციო,სურვილი შენი, განზრახვა შენი,მიზნები შენი ჩემად ვაქციო.
კოსტავა მერაბ

კოსტავა მერაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი