↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს

კოსტავა მერაბ

2026-07-181 წთ საკითხავი2313 ნახვა

—
ართა გამრიგემ არ გაიმეტოსვინც სამყაროთა თვალის ჩინია.ადამიანო, შენდა იმედადღაღადებს სიტყვა "ნუ გეშინია".
ზეცამ ძუძუდან არ მოგიკვეთა,ყოველი არსი შენთვის ხმიანობს,ვაგლახად სასო არ წარიკვეთო,ვინძლო სული არ დაიზიანო.
ფათერაკს მკერდით დაგაუდექი,მოძმეთ იმედი არ წარუხოცო,ადამიანო, იყავ უდრეკი,იყავ უშიში, ვითა უხორცო.
სტიქიონების ველურ თარეშშისულის სიმტკიცე გმართებს მალული,რადგან ვაჟკაცურ გზნების გარეშე,არ არის ქვეყნად არც სიყვარული.
როცა წინასწარ თქმული ახდება,როცა სამყარო ფაფარს აიშლის,განსაცდელს მშვიდად თუ არ დახვდები,როგორ იწოდო პირმშო ქარიშხლის.
ნაჭუჭის კაცად ნუ გადიქცევი,თორემ დინება წაგლეკს, გაგრიყავს,სტიქიის რისხვას თუ გაექცევი,რაღას დააკლებ ცხოვრების გრიგალს.
უტეხი რწმენით შენ არ წაწყდები,დააცხრობ ღელვას, დათრგუნავ ქარებს,სად თანაგრძნობა ვერას გახდება,იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს.
კოსტავა მერაბ

კოსტავა მერაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი