↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დიდგორი

კოსტავა მერაბ

2013-05-121 წთ საკითხავი2315 ნახვა

—
ვით მღვრიე ტალღები, შეიხნი, ხოჯებივამპირულ ცოფით და სატანურ ღოჯებითაღიძვრნენ, უძღოდათ მზერათა მზარავიარაბულ ტაიჭით მქროლავი არავი.დუშმანს გაეგება დავით თოროსანიმესიის ელვა და ედემის სოსანიდა ბოცომკალივით მომდგარი საჰარამკლავზე დაიგრიხა, მშვილდივით წახარა.გულდაგულ შემუსრა მტარვალთა კერპები,გველს ბასილისკოს დაასო ტერფები,ბაღდადურ ღრიანკალს დასთხარა ჭანგები,იდიდოს მადლი და კურთხევა განგების!აქეთ იყალთოთი, იქეთ გელათითა,მაცხოვარ, მან შენი სახელი ადიდა,აღსავლის კარიდან ასტყორცნა არწივი,ზეცას დაუბრუნდა სერაფიმ-ბარძიმი.
კოსტავა მერაბ

კოსტავა მერაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი