პოეზია · ლირიკა
ბიჭი ანკესით
ავთანდილ დიასამიძეს
ქვიშაზე ბიჭი მიაბიჯებს ხელში ანკესითდა ლანდი მისი იკეცება ზღვის ლურჯ სარკეში,
ეს განაბული, გადაბმული ცა, ზღვა, ხმელეთიბიჭს თან მიჰყვება სხვა ფერების გაშლილ ხელებით.
ქალაქი, სახლი, ეზოები ხან ჩანს, ხან არ ჩანსდა სუსტი მხრებით ამ სივრცეთა მიაქვს ბიჭს ტანჯვა,
შეშინებული, მშვენიერი თვალები ხედავს, _ბედის მორევთან ბიჭი მივა. ვერვინ გაბედავს
ფეხშიშველას სვლა შეაჩეროს გლოვით ან კვნესით,ქვიშაზე ბიჭი მიაბიჯებს ხელში ანკესით.
ნაღვლიანები შესცქერიან გზები, ქედებიდა ასკდებიან კლდეს ტალღები, ვით იმედები.
სად გადაისვრის ნეტა ანკესს, სად გადაისვრის?არავინ იცის, ბიჭის გარდა, არავინ იცის.
1994