↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გოდების კედელი

ხალვაში ფრიდონ

2016-05-121 წთ საკითხავი52778 ნახვა

—
აღთქმულ მიწაზე, დავითის მოდგმას,ვინც ხშირად გოდებს, მაგრამ არ ტირის,ებრაელს ახლად ენაამოდგმულს,ერთგულს გოდების კედლის დარდივით,
დავეძმობილე და სულ შვიდ დღეშიგზას ორი ათას ექვსას წლისნაირსინდის-ნამუსით და სინაღდეთივუმატე თითქოს თითო მისხალი.
გოდების ლოდებს, ჟამთა ხერხემალს,მლოცველთა შვენის შავი არშია,ჩვენი ჯვრის ალიც, გულს რომ ეხვევა,ძველია, მაგრამ მასთან ბავშვია.
ეს ქვის ზოდები, ტანჯულ აზრივით,გრძნობენ _ მეც ჯავრის ხარჯვით მოვედი,მეც დევნა-გვემის მცნებით გაზრდილი,გავეგები და ვეახლოვები.
მცირე სურვილი, ქაღალდს რომ ვანდე,გოდების კედლის ნაოჭში ჩავდე,და ვთქვი: _ საყვარელ იერუსალიმს,ძმობილო, არც მე არ მივცემ არვის.23. VIIიერუსალიმი
1997
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი