პოეზია · ლირიკა
დარდი
იმ დარდაკრძალულ დროიდან მომყვაშიში, რომ არსად ამომცდეს ოხვრა, _ბედნიერება არ შევაწუხო,არადა, ყველგან, სადაც დავდივარ,იმდენი კვნესა-დარდია უხმო,ასე მგონია თვითონ დარდი ვარ.
თავისუფლება არისო შუქიერთმანეთისთვის ვენთებით თუკი, _დრომ ჩვენს ყურებში ბევრი უსტვინა,მაგრამ იმავ დრომ ისე გაგვლახა,უკვე ყველაფერს ეტყობა ახლა,სათავისუფლოდ თურმე სუსტნი ვართ.
დარდი მჭირს ამის, აგრეთვე იმისგამო, რომ გული უნგრიეს თბილისსიმათ, რომელთაც სამშობლო ვანდეთ,მათი სარდლობით ვიხვეჭეთ მარცხიდა ათასობით შვილის, ვაჟკაცისნაცვლად დედები ხვდებიან დარდებს.მკერდმოჭრილ ქვეყნის სხვაც მწეწავს დარდი,გინდაც _ ჭოროხი, ჩვენთვის რომ არ დის...მტანჯა აჭარის ბედმა მტანჯველმა,მშობელი სიტყვა სულ ცრემლით ვღებე,ვწუხდი ქართულად და მაინც დღემდეზოგს ქართველობა ჩემი არც სჯერა!..
შენ, ჩემო დარდო, პატიოსანო,თუ სიყვარული სძულთ და ამხობენ,დიდ სიხარულის მზის ამოსვლამდემე დედა-სიტყვის მცველად მამყოფე.
1994