პოეზია · ლირიკა
დიდოსტატი
კონსტანტინე გამსახურდიას
როცა ასეთი მიწა გაქვს,მონობას როგორ მოითმენ,მიტომ ქართველი ყოველთვისომს პასუხობდა ომითვე.ზოგჯერ ეზოშიც მოსულან,გულში კი ვერ შემოვიდნენ.
თქვენთვის დიდება ის არი,თუ საქართველო მძლავრია,სხვაგვარად საყვარელიამისი ფერფლი თუ კვამლია,მისი ყოფნისთვის ცხოვრებათქვენგანაც დაგვისწავლია.
ეს იყო თქვენი ოცნება,ღელვავ, წარსულთა ხმაურო,მაღალი სიტყვა ქართულიდღეს მიტომ დღესასწაულობს.
გულზე გეხვია, ოსტატო,ხალხის წადილი ყოველი,და თქვენაც მძლავრი კალამითააგეთ სვეტიცხოველი.
თქვენ მიერ დადგმულ სიმდიდრესქარავანიც ვერ გაზიდავს,ესაა ერის ქონებასავსე ძალით და აზრითა.
დიდო ოსტატო, მშობელიზეცა გვირგვინად გხურავდეს,საქართველოსთვის იწვოდესთქვენი ცხოვრების შუადღე.