პოეზია · ლირიკა
ერთი რამ ვიცი
ერთი რამ ვიცი, _ ჩვენ ჩვენი ღმერთიგვათვალიერებს ჯვარიმინდვრიდან.რაც ებიჯგინა ცას მინარეთიამ ლაჟვარდებმა ცრემლი იდინა.
მაინც, _ წელია ორი ათასი,ამ ხევებს, ყოველ დილაადრიან,პირველწოდებულ რწმენის თავაზითმოინახულებს წმიდა ანდრია.ყრმის მოსანათლი ჩამოჩქეფს ცვარიაკავრეთასი, ჭვანისწყალისა,ხულოს კვლავ დადგა ქედზე ტაძარიდა ვარჯანისმა თქვა _ ვარ ჯვარისა.
მაგრამ ქვითინი, გინდა ჯვრისჭერა,გინდ სადღეგრძელო ლამაზად თქმული,ნუთუ გაუხსნის გზას ბედისწერას,რომ დაუბრუნოს გულს დაკარგული?
1999