↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვნახავ

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52778 ნახვა

—
სხალთის ტაძარს რომ მწუხარე ვუმზერდა თავს გუმბათი მხურავს მთავარი,მე ტკივილივით მაწვება გულზეგამოჭვარტლული მისი თავანი.
როცა დანდალოს ხიდზე გასულიმე რვაასი წლის კიბით ავივლი,ძველი კედლიდან ცოცხალი სუროხელს გამომიწვდის თამარ ქალივით.
ნანგრევთა ტკივილს მივხვდები უფრო,მას თან ვატარებ, როგორც საკუთარს,მე ვხვდები ტაძარს არა ვით უცნობს,არამედ ვინაც კაცად მაკურთხა.
აქ ყოველ ქვაზე წვეთი სისხლია,და ყოველ ხეში _ სული წინაპრის,ყვავილები კი სხივებს ისვრიანშორი თვალების ჩამქრალ სინათლით.გაღვიძებულო სხალთის ტაძარო,მაგ სამასი წლით ნაწყენ გუმბათებს,ეს დღევანდელი სიტყვის ხანძარი,ეს დღევანდელი ხმები კურნავდეს!
1966
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი