↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თოლიები შუა ქალაქში

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52771 ნახვა

—
თოვლთან ერთად თოლიებიმოესიენ ბათუმ-ქალაქს,სახურავზე, აივანზენამცეც-ნაფუნჩხები გამაქვს.
ლექსის ჰონორარის პურიისე გულით გაგიტეხეთ,რომ მგონია, თოლიებო,თვითონ ლექსებს გაკითხებდეთ.
შემოფრინდით, ზღვათა მკვიდრნო, _ხედავთ? ერთად გვიჭირს, გვშია.მოდით, თუმცა ეს ხმელეთიზოგჯერ ზღვაზეც საშიშია.
მეც თქვენს საუფლოში ყოფნისმომწონს მოგონება მცირე,მეც თქვენსავით ცოტა მყოფნის,დანარჩენს სხვას ვუნაწილებ.
თუმც ამ სიკეთეში ფარულსბოროტებას ხედავს გლახა,თოლიებო, მენდეთ, _ კაცურსმხოლოდ კაცი დაინახავს.
თოლიებო, როგორც შვილებსგივლით, ერთი სევდაც მომდევს, _მეც თქვენსავით ვიშიმშილებ,ოღონდ თქვენებრ ფრთები მქონდეს.
1988
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი