პოეზია · ლირიკა
კაცობას-ამინ!
პატარა მთა-ველ-მდინარედიდი, ულევი ვიარე,მადლობა მშობელ ნიავებს,გული მტკივანი მიამეს.
შურ-გესლს გაუძლო კეთილმა,ეს ახლაც ბედის ხვედრია,რატომ ჰგავდიო ბედნიერს _მეტყვიან, დამაყვედრიან.
ბედნიერება პოეტის,რაღაც წუთიერ მომენტისიდო სასწორზე ყოველთვის.
იმ დროში, დროდაწყევლილში,ვზიდე მეც ჭირის უღელი,სიტყვით, ძლივს გადარჩენილით,მეც გადარჩენას ვუმღერე.მითქვამს და ისევ ჩემშია,რაც მართალია, მადლია,განა ოდესმე შემშლიავინ ვარ, სადა ვარ, სად მივალ?!
ვისი შვილიც ვარ, იმისიქება თუ დამიკვნესია,აჭარა, მცხეთა, თბილისილექსში თუ ჩამიგლესია,თუ სიყვარულის სანაცვლოდმეც სიყვარული მივიღე,ძმაო, ღვიძლო და მამაცო,ვინ ბედავს, _ ამ წყალს ვინ მიმღვრევს?!
ნასროლი ქვები ვის ხვდება,კარგად იციან იმ ქვებმა.წამაქცევ? _ ჩემი წაქცევაშენი წაქცევა იქნება.
დღევანდელ დღესთან მოვსულვარარა ელჩად და კონსულად,ჩემის ჩემადვე მოსურნედასახარჯავად მოვსულვარ.
არ მწამს, ვინც თავისუფლებაჩათვალა თავის უფლებად,არც ცხრება, თავის და-ძმებსაცუტოვა სიტყვა ხანძრებად,კაცობას ამინ! იმეფოსსიბრძნემ, სიკეთის ჯილაგმა.
გამოიდარე, იმედო, _საკმარისია, _ იავდრა.
მადლობა, სიტყვავ დამჯერო,ერთგულო ყავარჯენივით,დამარცხებულო რამდენჯერგამხადე გამარჯვებული.
დღევანდელად რომ შემრაცხონ,არ მომიშვია წვერი მე,გმადლობთ, ძმავ, ნაძმაკაცარო, _ეს ლექსი დამაწერინე!
1992