↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მამალი

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52778 ნახვა

—
ქათმის საჭერად წავიწიე, მამალი გაწყრა,აიგიზგიზა ბიბილო და აბუჯგა ბურდღა,ვატყობდი, ჩემთვის მჭრელ ნისკარტის ჩაცემა სურდა,შევშინდი ცოტა და იქიდან ვიკადრე გაცლა.გამარჯვებულმა, მამაკაცურ ამაყი რიხით,მიუკურკურა ტკბილად დედლებს, ერთსაც დააცხრა...მერე, ნაჩხრეკში რომ წააწყდა რაღაცა მარცვალს,ლამაზმანები ხელგაშლილად გაიხმო იქით.გადაარჩინა ის დედალი მამალმა დაკვლას,სტუმარმა ერთობ მოიწყინა, _ ვერ დახლეჩს ბარკალს,მაგრამ სულ მალე, სულ სხვა ხოშით გაჩაღდა ჭამა, _დიასახლისმა ფხალლობიით აყორა ჯამი.სტუმარს ვუთხარი: თუმცა სონეტს მე არა ვწერდი,ეს ლექსი-მეთქი ახლა მამალს ეკუთვნის ერთი.
1980
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი