↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მდიდარი სიღარიბე

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52774 ნახვა

—
ეჰ, ღარიბი იყო მამა, დედაჩემიც...და მე უკმარობას ადრე შენაჩვევიაწმყოს ხელცარიელს ხელში შევაჩერდი.ნატვრა, სიყვარული, რწმენა, მონდომებადა თვით სიღარიბეც მქონდა მე ქონებად.ქუსლებს მიგალავდა აღმართ-დაღმართები,ხან ღმერთს ვაკაცებდი,ხან კაცს ვაღმერთებდი.
ქვეყანა, ვით ყანა გარჯით მოვიარე,ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ მგლოვიარე,სოფლის ავკარგობის გავხდი მოზიარე.ზამთარ-გაზაფხულო, ზაფხულ-შემოდგომავ,ფიქრთა აყვავებავ, დღეთა შემოდნობავ,თქვენგან, რაც მომენდო და რაც მომებარა,განა სიფუხრეა? _ ჩემი ქონებაა.
ლექსი ხმიადივით ვაცხვე კერიაზე,ზოგჯერ ფეხშიშველას ხელში მჭერია მზე,ბევრმა მოიხვეჭა ოქრო და ჭინჭები,მე კი მათი ხარბი თვალით ვიჭინჭრები...
და არ მენაღვლება, ოქროს ვინ არიგებს,ჩემთვის სიმდიდრეა ჩემი სიღარიბე.
1972
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი